კითხვა - პასუხი


რამხელა ზომის ტექსტის გაგზავნა შემიძლია?
ერთბაშად შეგიძლიათ გაგზავნოთ 1000 ასონიშნისაგან შემდგარი ტექსტი. მომხმარებელი ტექსტს ერთ მესიჯად მიიღებს.
დეტალები იმის შესახებ, რამდენი სიმბოლო რამდენ მესიჯს უდრის, ნახეთ მომსახურების პირობებში

შევქმენი ახალი სათაური. ახალ სათაურს დაინახავენ სხვა მომხმარებლები?
თქვენს მიერ შექმნილ სათაურს სხვა მომხმარებლები ვერ ხედავენ.

მზა სიებში ქალაქების დასახელება რას მიუთითებს?
ქალაქების სახელების ქვეშ მოიაზრება ადამიანები, ვინც ნომრის აღების დროს მისამართად მიუთითა ეს ქალაქი. 

გაგზავნილი მესიჯების რაოდენობის კონტროლი შემიძლია?
გაგზავნილი მესიჯების კონტროლი შეგიძლიათ თქვენი პროფილიდან. 
რამდენიმე სახის უწყისი გვაქვს, სადაც ხედავთ როდის რამდენი მესიჯი გაიგზავნა, რამდენი იყო ხარჯი, რამდენ ნომერს მიუვიდა და ასე შემდეგ.

თანხის გადმორიცხვის შემდეგ რა დროა საჭირო ბალანსის გააქტიურებისთვის?
მესიჯებს თქვენს ბალანსზე დავამატებთ ინვოისში მითითებული თანხის ჩვენს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვისთანავე.
თუ თანხას თიბისი ბანკიდან გადმორიცხავთ, ნაყიდ მესიჯებს ბალანსზე რამოდენიმე წუთში დაგისვამთ. თანხას თუ სხვა ბანკიდან 16 საათამდე გადმორიცხავთ, ბალანსს მოდენიმე წუთში შევავსებთ. თანხას თუ 16 საათის შემდეგ გადმორიცხავთ, ბალანსს მომდევნო სამუშაო დღის 11 საათამდე შევავსებთ. ბალანსის სწრაფად შესავსებად ხშირ შემთხვევაში საკმარისია ელ. ფოსტით გამოგვიგზავნოთ ინტერნეტ ბანკიდან ამოღებული საგადახდო დავალების ასლი.