როდის მაკლდება ბალანსი?

ბალანსი გაკლდებათ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენმა სისტემამ წარმატებით გადააწოდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ჩააბარა" თქვენი მესიჯი მობილურ ოპერატორს.

ჩვენ მიერ მობილურ ოპერატორთან წარმატებით გადაწოდებული მესიჯი არ ნიშნავს, რომ მესიჯი მივიდა ან მივა ტელეფონში.

მობილურმა ოპერატორმა, რომელმაც ჩაიბარა მესიჯი, შეიძლება ვერ შეძლოს მესიჯის ტელეფონში მიტანა სხვადასხვა მიზეზის გამო.

მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა მობილური ოპერატორი მესიჯის ტელეფონში მიტანას, თქვენი ბალანსი მაინც შემცირდება იმ მიზეზით, რომ მობილურმა ოპერატორმა ჩაიბარა მიწოდებული მესიჯი.