მომსახურების პირობები

smsoffice.ge არ ემსახურება მომხმარებლებს, რომლებიც არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები (ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელსაც ერთი მოქალაქეობა აქვს რუსეთის ფედერაციის), ასევე ინდმეწარმეებს და ორგანიზაციებს, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე ან/და დირექტორი არის რუსეთის მოქალაქე ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომელსაც ერთი მოქალაქეობა აქვს რუსეთის ფედერაციის).

კომპანია უფლებამოსილია შეზღუდოს ან სრულად შეაჩეროს მომსახურების მიწოდება ზემოაღნიშნული მომხმარებლებისთვის.


მომსახურების შესახებ

ერთის მხრივ, შპს „ირკა“ (smsoffice.ge პლატფორმის მფლობელი), შემდგომში „კომპანია“, „smsoffice.ge” ან „SMS ოფისი“ და მეორეს მხრივ, smsoffice.ge პლატფორმის მომხმარებელი (პირი, რომელიც რეგისტრირებულია პლატფორმა smsoffice.ge-ზე), შემდგომში „მომხმარებელი“ ან „დამკვეთი“, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი მომსახურების მიღებაზე ნების გამოხატვისთანავე (მომსახურების პირობებზე დათანხმებით), თანხმდებიან შემდეგ პირობებზე:

  1. ხელშეკრულების საგანი

1.1.  წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად, smsoffice.ge-ს მომსახურებით სარგებლობაზე ნების გამოხატვით თანხმობის დაფიქსირებისთანავე, მომხმარებელი სრულებით ეთანხმება მომსახურების პირობის ყველა პუნქტს, საიტის მოხმარების წესებს, კონფიდენციალობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკებს.

1.2.  შეთანხმების პირობების შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გაივლის პლატფორმაზე რეგისტრაციას და გამოხატავს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე, smsoffice.ge საკუთარი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებით, უზრუნველყოფს პლატფორმაზე დაშვებას და პლატფორმის ფარგლებში მომხმარებლისთვის პირადი სივრცის - კაბინეტის გამოყოფას. მომხარებელი თავისი პირადი კაბინეტიდან ახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისმიზნით. smsoffice.ge მომხმარებლებისთვის შესაძლებელს ხდის, როგორც ტრანზაქციული ხასიათის, ასევე მარკენტინგული შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) გაგზავნას ადრესატებთან, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ სხვადასხვა მობილური ქსელის აბონენტებს.

1.3. დამკვეთი მომსახურების მიღებისთვის, პირად კაბინეტის მეშვეობით წინასწარ ყიდულობს განსაზღვრული რაოდენობის შეტყობინებებს ბმულზე გამოქვეყნებული ტარიფების შესაბამისად. ტარიფები იხილეთ: http://smsoffice.ge/prices/

1.4.  smsoffice.ge მომხმარებლის მიერ გაგზავნილი SMS შეტყობინებების ადრესატამდე მისატანად სარგებლობს სხვადასხვა პარტნიორი ოპერატორი კომპანიების მომსახურებით.

1.5.   მხარეები ადასტურებენ, რომ მომხმარებლის (პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის) მითითებით კომპანია ახორციელებს პერსონალურ მონაცემებზე წვდომას (პერსონალური მონაცემების დამუშავებას). კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მომხმარებლისათვის ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების ჯეროვნად გაწევა და მომხმარებლისათვის კომპანიის პლატფორმის ფუნქციონალით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა. კომპანია არ არის უფლებამოსილი სხვა მიზნით გამოიყენოს ასეთი მონაცემები. ყოველგვარი გაუგებრობის გამორიცხვის მიზნით, მხარეები აცხადებენ, რომ კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ მონაცემების დამუშავებაზე პაუსხიმგებელი პირის (მომხარებელი) მიერ შენახულ მონაცემებზე წვდომის სახით და იგი არ ახორციელებს პერსონალური მონაცემების სხვა რომელიმე ფორმით დამუშავებას. ამგვარი დამუშავების საფუძველს წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმება. შესაბამისად, პლატფორმის სარგებლობისას მომხარებელი, როგორც პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი თავად ამუშავებს თავისი ადრესატების პერსონალურ მონაცემებს. მათ შორის, ახორციელებს მონაცემების სისტემატიზაციას სხვადასხვა სიებში, ასევე მარკენტინგული ხასიათის შეტყობინებების მიღებაზე თანხმობების/უარის გამოთხოვასა და შენახვას, შეტყობინების შინაარსისა და ადრესატების განსაზღვრას, ასევე შეტყობინებების დაგზავნას ადრესატებისათვის.

1.6.  კომპანია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს და ინახავს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მომენტიდან  მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გაუქმებიდან 1 წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ, კომპანია ვალდებულია სისტემაში სრულად წაშალოს მომხმარებელთან და მის ადრესატებთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია.

  1. სათაური

2.1. მომხმარებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს სათაური (სახელწოდება), რომელიც SMS ოფისის მიერ დადასტურების შემდეგ იქნება აქტიური. მომხმარებელი უფლებამოსილია დაარეგისტრიროს შეუზღუდავი რაოდენობის სათაური. ყველა სათაურს ენიჭება არხი. არხი განაპირობებს სათაურით გაგზავნილი მესიჯების გზას SMS ოფისიდან ადრესატამდე.

2.2. ახალი სახელწოდებების დასამატებლად დამკვეთი უგზავნის შემსრულებელს მოთხოვნას ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შემსრულებელი ვალდებულია დაადასტუროს ან უარი უთხრას სახელწოდების  დამატებაზე დამკვეთის მხრიდან გაგზავნილი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანესი მომდევნო სამუშაო დღისა.

2.3. გარდა შეთანხმებული  სახელწოდებებისა, ნებისმიერი სხვა სახელწოდებით მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის მცდელობის ან/და გაგზავნის ფაქტი, წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების არსებით დარღვევას და მომხმარებელს დაეკისრება იმ ჯარიმის/საურავის/პირგასამტეხლოს სრულად გადახდის ვალდებულება, რომელიც დაეკისრება შემსრულებელს ოპერატორების ან მარეგულირებლის მიერ ამ ვალდებულებათა დარღვევის გამო. ასევე, აღნიშნული დარღვევით შემსრულებლისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი ანაზღაურდება დამკვეთის მიერ სრულად.  აღნიშნულ მუხლში გათვალისწინებული ჯარიმა დამკვეთის მიერ შემსრულებლისთვის ანაზღაურდება შემსრულებლის წერილობითი მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

2.4. ახალი სათაურის რეგისტრაცია ავტომატურად არ განაპირობებს მის აქტივაციას და  აქტივაციის პროცესი შესაძლებელია გაგრძელდეს არანაკლებ 48 საათისა. კომპანია უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს ცალკეული სათაურის აქტივაციის მოთხოვნა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

2.5. მომხმარებელს უფლება აქვს მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზვნოს მხოლოდ გააქტიურებლი სათაურ(ებ)ით.

2.6. პლატფორმაზე შესაძლებელია შეიქმნას ორი ტიპის სათაური: „გამჭოლი სათაური“ და ჩვეულებრივი. „გამჭოლი სათაურის“ გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება წინამდებარე პირობების  3.5. პუნქტით.

  1. შეტყობინებების გაგზავნა

3.1.  SMS შეტყობინებების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის მიერ საკუთარ კაბინეტში შეყვანილი ადრესატების ნომრებზე. მარკენტინგული შეტყობინებების მიღებაზე შესაბამისი ნებართვის მოპოვება თითოეული მომხმარებლის ვალდებულებაა და შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობა ნებართვების მოპოვებასა თუ მათ დამუშავებაზე ეკისრება იმ მომხმარებელს, რომელიც აგზავნის მარკენტინგულ შეტყობინებებს. “smsoffice.ge” არ ახორციელებს ადრესატებისგან ნებართვების მოპოვებას, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული მომხმარებელი თავად ადგენს ადრესატების ნომრების სიას და თავად არჩევს ვის რა შინაარსის შეტყობინება გაუგზავნოს.

3.2.  წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, ტერმინი ,,კამპანია” თავის თავში გულისხმობს კომპანიის ერთი მომხმარებლის მიერ ერთი ტიპის ან/და ერთი შინაარსის მქონე შეტყობინების გაგზავნას, მიუხედავად ამ შეტყობინების მიმღებთა რაოდენობისა.

3.3.  მარკენტინგული სახის შეტყობინების გაგზავნისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ტექსტი უნდა შეიცავდეს უარის თქმის მექანიზმს, რომელიც  არასასურველი შეტყობინებების დასაბლოკად შეტყობინების მიმღებმა უნდა გაუგზავნოს მომხმარებელს. ამ მიზნით, პლატფორმაზე შექმნილია ფუნქციონალი, რომელიც უზურნველყოფს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ გასაგზავნი მარკეტინგული შინაარსის შეტყობინებება არ შეიცავს უარის მექანიზმს, შეტყობინება არ გაიგზავნება და პროგრამაში გამოჩნდება წითელი ფერის წარწერა - „მარკეტინგული ხასიათის მესიჯის ტექსტი უნდა შეიცავდეს უარის თქმის მექანიზმს: 90212 „შესაბამისი სათაურის უნიკალური კოდი“ – NO “.

3.4.  smsoffice.ge პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აწარმოოს მის მიერ შეყვანილი ნომრების სხვადასხვა სიები და დააჯგუფოს ის ნომრები, რომლებისგანაც მიღებული აქვს თანხმობა მარკეტინგული ხასიათის შეტყობინების მიღების თაობაზე. ასევე, ის ადრესატი, რომლესაც გამოგზავნილი აქვთ უარი ასეთი შეტყობინებების მიღებაზე, ავტომატურად დაჯგუფდება სისტემის მიერ STOP სიაში. ასეთი დაჯგუფების მეშვეობით, პლატფორმა მომხმარებელს ავტომატურ რეჟიმში აწვდის სათანადო ინფორმაციას და ხელს უწყობს მის მიერ მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის განხორციელებაში.

3.5.  გამჭოლი სათაურით გაგზავნილი შეტყობინება უპირობოდ მიდის ადრესატთან, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული ნომერი „სტოპ სია“-ში და დაბლოკილი აქვს თუ არა ნომერს შეტყობინებების მიღება მოკლე ნომრის საშუალებით. აქვე გასათვალისიწინებელია, რომ  რამდენადაც მარკენტინგული მესიჯის მიღებაზე ნებართვის მოპოვება წარმოადგენს დამკვეთის პასუხისმგებლობას, ადრესატის თანხმობის გარეშე მის მიერ მარკენტინგული მესიჯების გამჭოლი სათაურით გაგზავნა დაარღვევს საქართველოს კანონს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, აქედან გამომდინარე ყველა იურიდიული და ფინანსური შედეგით.

3.6. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონის და სხვა ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვა წამოადგენს მომხმარებლის ვალდებულებას და smsoffice.ge-ს პლატფორმით სარგებლობის აუცილებელ წინაპირობას.

3.7.  მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს API  პროტოკოლით, რომლის სარგებლობის ტექნიკური პირობები აღწერილია შემდეგ გვერდზე:  https://smsoffice.ge/integration/

  1. მხარეთა უფლებები-მოვალეობები

4.1.   კომპანია:

4.1.1. კომპანიას გააჩნია უფლებამოსილება, შეცვალოს წინამდებარე შეთანხმებაში მოცემული პირობები მომხმარებელთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ახალი პირობები ძალაში შედის smsoffice.ge პლატფორმაზე მათი განთავსებისთანავე. კომპანია უფლებამოსილია ასეთი ცვლილებების შესახებ შეტყობინება გაუგზავნოს მომხმარებლებს მის მეირ რეგისტრაციის დროს მითითებული ელ.ფოსტის ან ტელეფონის ნომრის გამოყენებით, რაზეც მომხმარებელი თანხმობას აცხადებას წინამდებარე სამომხმარებლო პირობებზე დათანხმებისთანავე.

4.1.2. მომხმარებლის მიერ გაგზავნილი შეტყობინების შინაარსზე ან მის სათაურზე, პასუხისმგებლობა არ ეკისრება კომპანიას. მოცემულ საკითხებზე სრულად პასუხისმგებელია მომხმარებელი.

4.1.3. მომხმარებელი კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილიას, შეინახოს ან/და დაამუშავოს მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები როგორიცაა: ადრესატის ტელეფონის ნომერი, შეტყობინების შინაარსი, შეტყობინების გაგზავნის დრო და სტატუსი, სათაური და სხვ.

4.1.4. ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს მისი პლატფორმის ტექნიკური გამართულობა და მომხმარებების შეუფერხებელი წვდომა თავიანთ პროფილებზე („ექუნთებზე“) დადგენილი წესის შესაბამისად. კომპანიას პასუხისმგებლობა არ ეკისრება მისი ბრალეულობის გარეშე გამოწვეული ტექნიკური ხარვეზებისა და სერვერის ვირუსებისთვის.

4.1.5. პასუხისმგებლობა მისი ბრალეულობით/დაუდევრობით გამოწვეული ნებისმიერი დანაკარგის ან ზარალის გამო, შემოიფარგლება მხოლოდ იმ თანხით, რომელიც მომხმარებელმა გადაიხადა შესაბამისი მომსახურებისათვის.

4.1.6. თავისუფლდება ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მომხმარებლის მიერ მესამე პირის ინფორმაციის ან პლატფორმის გამოყენებისას.

4.1.7. ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლების მიერ სისტემაში შეყვანილი პერსონალურ მონაცემებსა და ბილინგის სისტემაზე წვდომის მქონე დასაქმებული პირის მიერ კონფიდენციალურობის დაცვა.

4.1.8. ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ სისტემაში შეყვანილი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

4.1.9. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, გონივრულ ვადაში მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია და გაუწიოს შესაბამისი დახმარება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში.

4.2.    მომხმარებელი:

4.2.1. პლატფორმის გამოყენებისთვის საჭიროა გაიაროს რეგისტრაციის პროცედურა, დაეთანხმნოს მომსახურების წინამდებარე პირობებს და გააქტიუროს მინიმუმ ერთი სათაური დადგენილი წესის შესაბამისად.

4.2.2. ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს ზუსტი, უტყუარი და სრულყოფილი ინფორმაცია.

4.2.3. მომხმარებელი ვალდებულია არ გამოიყენოს “SMS ოფისის” მომსახურება შემდეგ შემთხვევებში: (ა) კანონით აკრძალული საქმიანობის, მომსახურების ან საქონლის სარეკლამოდ. (ბ) რელიგიური შინაარსის მესიჯების გასაგზავნად, (გ) აბორტის ან სასქესო უჯრედების დონაციის სარეკლამოდ, (დ) უნებართვოდ, (ე) ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის გავრცელებისათვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

4.2.4. კამპანიაში მონაწილე ადრესატების ნომრებს და გაგზავნილ ტექსტებს მომხმარებელი ინახავს მომხმარებელი თავის კაბინეტში.მონაცემების შენახვის ვადას მომხარებელი განსაზღვრავს თავად არსებული საჭიროებისა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

4.2.5. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადრესატების პერსონალური მონაცემების მოპოვება/დამუშავება/გამოყენებაზე პასუხისმგებელი პირია მომხმარებელი, ასევე, მომხმარებელი პასუხისმგებელია იმავე კანონით გათალისწინებული ნებართვების/თანხმობების მოპოვებაზე. წინამდებარე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, სრული პასუხსიმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

4.2.6. კომპანიის მიერ კონკრეტული ინფორმაციის მოთხოვნისას, მომხმარებელი ვალდებულია შემსრულებელს მიაწოდოს მას ზუსტი, უტყუარი და სრულყოფილი ინფორმაცია.

4.2.7. ვალდებულია მოიპოვოს წინასწარი თანხმობა შეტყობინებებების მიმღებებისაგან, თუ ამას ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო შეტყობინებების მიმღებთა მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა ასეთი ადრესატის ნომერზე. ასევე, მომხმარებელი გაცნობილია ამ პირობების 3.3. პუნქტში ასახულ უარის თქმის მექანიზმს, რომლის  დარღვევის შემთხვევაშიც, სრული  პასუხისმგებელობა ეკისრება მას (მომხმარებელს).

4.2.8. ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსი შეუსაბამოს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ამასთან, ვალდებულია არ გააგზავნოს ისეთი ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს მოწოდებას სახელმწიფო არეულობისკენ ან ავრცელებს ცრუ ინფორმაციას სახელმწიფო ინსტიტუტების სახელით. აღნიშნული პუნქტის მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების არსებით დარღვევას და დამკვეთს დაეკისრება შემსრულებლისათვის ნებისმიერი მესამე პირების მიერ დაკისრებული ჯარიმის/საურავის/პირგასამტეხლოს სრულად გადახდის ვალდებულება თითოეული შეტყობინებისთვის. ამასთან, დამკვეთს დაეკისრება აღნიშნული მუხლის დარღვევით შემსრულებლისთვის და შემსრულებლის პარტნიორი ოპერატორისათვის მიყენებული ნებისმიერი ზიანის სრულად ანაზღაურების ვალდებულება, მათ შორის, მიუღებელი შემოსავლისა და სახელმწიფო ორგანოების მიერ დამკვეთისთვის დაკისრებული ჯარიმებისა თუ ნებისმიერი სხვა სანქციების ჩათვლით. აღნიშნულ მუხლში გათვალისწინებული ჯარიმები დამკვეთის მიერ ანაზღაურდება მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.

  1. მომხმარებლის რისკები და დამატებითი პასუხისმგებლობები

5.1.   მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის კაბინეტში შეტანილ ინფორმაციაზე და მის სისწორეზე. ასეთ ინფორმაციაზე წვდომა აქვს მხოლოდ მომხმარებელს. მაშასადამე, უსაფრთხოების მიზნით, მომხმარებელმა ავტორიზაციის ლოგინი და პაროლი არ უნდა გაანდოს მესამე პირებს.

5.2.   კომპანიას არც ერთ შემთხვევაში არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ დანაკარგზე, დაზიანებასა თუ ხარჯზე, მათ შორის მომხმარებლის შემოსავლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკარგვაზე რომელიც არ არის გამოწვეული მისი პირდაპირი და უშუალო ბრალეულობით.

5.3.   კომპანიას არ აკისრია პასუხისმგებლობა მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაციის სისწორეზე, გაგზავნის დაგვიანებაზე ან მოუსვლელობაზე, შეცდომებსა ან დანაკარგზე, აგრეთვე სერვერის ვირუსებსა ან სხვა სახის დაბინძურებებზე, დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელიც მისი ბრალის გარეშე გადაეცა მომხმარებლის კომპიუტერულ სისტემას კომპანიის პლატფორმით სარგებლობისას.

5.4.   კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ადრესატების ქსელში ჩართულობაზე ან აქტიურობაზე. კომპანიის ნომრებზე შეტყობინების გაგზავნისას ადრესატამდე მისვლა შესაძლებელია მერყეობდეს 50-70%-იან დიაპაზონში. მომხმარებელი ატარებს ამ უკანასკნელ რისკს, შესაბამისად, კომპანიას პასუხისმგებლობა არ ეკისრება განხორციელებული კამპანიის სრული მოცულობიდან ადრესატებთან მისული შეტყობინებების პროცენტულ მაჩვენებელზე.

  1. ხელშეკრულების ღირებულება და ანგარიშსწორების წესი

6.1.   მომხმარებელი მომსახურების მიღებისთვის წინასწარ ყიდულობს განსაზღვრული რაოდენობის შეტყობინებებს შემდეგ ბმულზე გამოქვეყნებული ტარიფების შესაბამისად: http://smsoffice.ge/prices/.

6.2.    ბალანსის შევსება შესაძლებელია ინვოისის საფუძველზე. საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვამდე ბალანსის შევსება შესაძლებელია მოხდეს მომხმარებლის ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის საფუძველზე. ასლი შესაძლებელია მიწოდებულ იქნას ელ. ფოსტის მეშვეობით.

6.3.    იმ შემთხვევაში, თუ თანხის გადარიცხვის დანიშნულებაში არ არის მითითებული ინვოისის ნომერი, კომპანია უფლებამოსილია თანხა დაუბრუნოს თანხის გადამხდელს.

6.4.    გასაგზავნი ტექსტის სიმბოლოების რაოდენობის შესაბამისად, ბალანსს აკლდება ქვემოთ მოცემული რაოდენობის მესიჯები:

ტექსტის სიგრძე

  • 1 - 160: ხარჯი 1 მესიჯი
  • 161 - 306:  ხარჯი 2 მესიჯი
  • 307 - 459: ხარჯი 3 მესიჯი
  • 460 - 480: ხარჯი 4 მესიჯი

იმ შემთხვევაში, თუ გასაგზავნი ტექსტი შეიცავს ქართულ ან Unicode ერთ ცალ სიმბოლოს მაინც:

ტექტსის სიგრძე

  • 1 – 70: ხარჯი 1 მესიჯი
  • 71 – 134: ხარჯი 2 მესიჯი
  • 135 - 201: ხარჯი 3 მესიჯი
  • 202 - 268: ხარჯი 4 მესიჯი
  • 269 - 335: ხარჯი 5 მესიჯი
  • 336 - 402: ხარჯი 6 მესიჯი

6.6.  ჩამოთვლილი სიმბოლოები ერთის ნაცვლად იკავებს 2 ადგილს: | ^ € { } [ ] ~ \

6.7.   შეტყობინებების ხარჯის შესახებ დამკვეთი უფლებამოსილია წინასწარ მიიღოს ინფორმაცია პლატფორმაზე გამოქვეყნებული ანალიზატორის მეშვეობით: http://smsoffice.ge/analyzer/

6.8.   პარტნიორი ოპერატორი კომპანიის სისტემისთვის smsoffice.ge-ის მიერ მიწოდებული შეტყობინებების ჩაბარების შემდეგ, როდესაც არსებობს ამის დამადასტურებელი უწყისი, smsoffice.ge მომხმარებლის ბალანსს შეამცირებს შესაბამისი რაოდენობით. smsoffice.ge არ არის ვალდებული დაუბრუნოს მომხმარებელს შეტყობინებების ხარჯები, თუ smsoffice.ge -ს პარტნიორმა კომპანიამ ან პარტნიორი კომპანიის რომელიმე პარტნიორმა კომპანიამ ტექნიკური ან სხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხა შეტყობინებების ადრესატისთვის ჩაბარება.

  1. ფორს-მაჟორი

7.1.  მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებლია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

7.2.  დაუძლეველი ძალის ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ ხელშეკრულების დადების დროს და რომელთა დადგომა, თუ ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ.

7.3.   დაუძლეველი ძალის გარემოებებს მიეკუთვნება სტიქიური უბედურებები (წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი და სხვა), აფეთქებები (მათ შორის ტერორისტული თუ დივერსიული აქტები), საომარი მოქმედებები (მათ შორის სამოქალაქო არეულობები და გაფიცვები), ხელისუფლების ისეთი აქტები და ყველა სხვა ისეთი გარემოება, რაც არსებითად აფერხებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

7.4.   დაუძლეველი ძალის პირობებში, კომპანია პასუხს არ აგებს მომსახურების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებაზე, როდესაც ასეთი შეფერხებები გამოწვეულია ქმედებებით, რომელიც სცდება მისი შესაძლებლობების გონივრულ ფარგლებს. 

7.5.   იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ მიიღო ერთი და იგივე ან მსგავსი შეკვეთა ერთდროულად რამდენიმე მომხმარებლისაგან და მას ხელი შეეშალა მისი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაში ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის გამო, კომპანია საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს რომელი შეკვეთა შეასრულოს და რა მოცულობით.

  1. დავა და მისი გადაწყვეტის წესი

8.1.   მხარეთა შორის წამოჭრილი დავები შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.

8.2.    თუ მხარეები ვერ შეძლებენ მოლაპარაკების საფუძველზე გადაწყვიტონ დავა, მაშინ ნებისმიერი დავა მხარეთა შორის განხილულ იქნება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.            

  1. კონფიდენციალურობა

9.1.   დამკვეთი და შემსრულებელი თანხმდებიან შემდეგზე:

ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ გამჟღავნდება პირდაპირი, ან არაპირდაპირი გზით მესამე მხარეზე. ამასთან, არ მოხდება ინფორმაციის, მათ შორის, მხარის სახელწოდების/სახელის გამოყენება ან გამჟღავნება, მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

9.2. მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან პლატფორმაზე გამოქვეყნებული კონფიდენციალობის პოლიტიკით გათვალისწინებული წესები: http://smsoffice.ge/privacy/

  1. გარდამავალი დებულებები

10.1.  წინამდებარე შეთანხმებით მხარეთათვის მინიჭებული უფლებები და მოვალეობები არ შეიძლება გადაეცეს ნებისმიერ მესამე პირს, მეორე მხარის წერილობით თანხმობის გარეშე.

10.2.  წინამდებარე შეთანხმების პირობები სავალდებულოა როგორც მხარეებისთვის, ისე მათი უფლებამონაცვლეებისათვის.

10.3.   მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება მხოლოდ წინამდებარე შეთანხმებით და სხვა ნებისმიერი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე შეთანხმებას.

10.4.  ამ შეთანხმების ცალკეული პუნქტის ბათილობა არ იწვევს ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტის 

10.5.   წინამდებარე შეთანხმებაზე დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ თანახმაა მიიღოს კომპანიისაგან მარკეტინგული ხასიათის შეტყობინებები მის მიერ რეგისტრაციისას შეყვანილ ნომერზე ან/და ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ სურს ან შემდგომში აღარ ექნება სურვილი მიიღოს ასეთი შინაარსის შეტყობინებები, იგი უფლებამოსილია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეატყობინოს ამის შესახებ კომპანიას, ხოლო კომპანია ვალდებულია შეწყვიტოს მისთვის ასეთი შეტყობინებების გაგზავნა.

10.6.   წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციისა და პირობებზე დათანხმების მომენტიდან და მოქმედებს მომხმარებელთან საქმიანი ურთიერთობების გაუქმების მომენატამდე.

10.7.    საქმიანი ურთიერთობის გაუქმების მომენტიდან კომპანია ვალდებულია წაშალოს მომხმარებლის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემები, ასევე მისი ადრესატების პერსონალური მონაცემები. აგრეთვე, წაშალოს მათი ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ მათი შენახვის ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი;