პირადი მონაცემების პოლიტიკა


წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს smsoffice.ge საიტის მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენების წესს. პირადი ინფორმაცია მოგვეწოდება ჩვენი ვებ გვერდით სარგებლობისას.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენს შესახებ?

პირად ინფორმაციას ვაგროვებთ რეგისტრაციისას ან ჩვენი ვებ გვერდით სარგებლობისას. 

ინფორმაციას ვაგროვებთ მომხმარებელთა გამოკითხვაში თქვენი მონაწილეობის დროსაც. ჩვენი ვებ გვერდის მოხმარების შესახებ ინფორმაცია შეიძლება შევაგროვოთ "cookie" ფაილების გამოყენებით.

Cookies და Google Analytics

"cookie" არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერზე იმ ვებ გვერდების მიერ, რომლებსაც სტუმრობთ. "cookie" ფაილები ფართოდ გამოიყენება ვებ გვერდების მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად ან ვებ გვერდების მფლობელების მიერ ინფორმაციის მისაღებად.


smsoffice.ge იყენებს Google Analytics - ვებ გვერდის ანალიტიკის სერვისს, რომელიც მოწოდებულია Google, Inc. ("Google") -ის მიერ. Google Analytics იყენებს "cookie" ფაილებს - თქვენს კომპიუტერზე შენახულ ტექსტურ ფაილებს, რომლებიც ეხმარება ვებ გვერდს გაანალიზოს ის, თუ როგორ იყენებს მომხმარებელი ვებ გვერდს. 

"cookie" ფაილში არსებული ინფორმაცია თქვენს მიერ ვებ გვერდის მოხმარების შესახებ გადაეცემა და ინახება "Google"-ის სერვერზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

თუ ეს ვებ გვერდი აანონიმურებს IP მისამართს, "Google" ნაწილობრივ დაფარავს თქვენს IP მისამართს ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) სხვა ქვეყანაში და ისე გადასცემს აშშ-ს. 

თქვენი სრული IP მისამართი ამერიკის შეერთებული შტატების გუგლ სერვერზე გადაგზავნილი იქნება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და შემდგომში იქ მოხდება მისი ნაწილობრივ დაფარვა. 

"Google" გამოიყენებს ამ ინფორმაციას თქვენს მიერ ვებ გვერდის მოხმარების შესაფასებლად, ან ვებ გვერდის ოპერატორებისათვის უწყისების შესადგენად ვებ გვერდის აქტივობების შესახებ და უზრუნველყოს ვებ გვერდისთვის გვერდის აქტოვობებთან და შიდა მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიწოდება. 

"Google" თქვენს IP მისამართს არ დაუკავშირებს ნებისმიერ სხვა მონაცემებს, რომელსაც ის ფლობს. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ "cookie" ფაილების გამოყენებაზე. ამისათვის შეცვალეთ თქვენს ბრაუზერში შესაბამისი პარამეტრები. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ ვებ გვერდის სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობა.

ჩვენი ვებ გვერდის გამოყენებით თანახმა ხართ, რომ "Google" -მა გამოიყენოს თქვენს შესახებ მონაცემები ზემოთ აღნიშნული საშუალებებით და მიზნებით. აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ "Google"-ის მიერ "cookie" ფაილების მეშვეობით ინფორმაციის (მათ შორის IP მისამართის) შეგროვება და დამუშავება. ამისთვის დააინსტალირეთ ბრაუზერის პლაგინი tools.google.com/dlpage/gaoptout

ვებ გვერდების უმეტესობა საშუალებას იძლევა გარკვეულწილად გააკონტროლოთ უმეტესობა "cookies" ბრაუზერის პარამეტრების მეშვეობით. 

"cookie" ფაილების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად (მაგალითად, რა "cookie" ფაილები ჩაიტვირთა თქვენს კომპიუტერზე, როგორ მართოთ და წაშალოთ ისინი) ეწვიეთ ვებ გვერდს allaboutcookies.org.

როგორ გამოვიყენებთ იმ ინფორმაციას, რომელსაც თქვენს შესახებ ვაგროვებთ?



ინფორმაცია, რომელსაც თქვენს შესახებ ვაგროვებთ, გამოიყენება მომსახურებისათვის და თქვენი ანგარიშის სამართავად. 

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ინფორმაცია იმ მიზნით, რომ ელ.ფოსტის მისამართზე გამომიგზავნოთ ინფორმაცია მომსახურებათა შესახებ, რომელიც ჩვენი აზრით თქვენთვის საინტერესოიქნება.

შესყიდვის დამუშავების დროს, თქვენს შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადავაგზავნოთ საკრედიტო და თაღლითობასთან ბრძოლის სააგენტოებთან.

დროდადრო ჩვენ შეიძლება გავუგზავნოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ მესამე პირებს, რომლებსაც ჩვენი აზრით აქვთ პროდუქცია და მომსახურება, რომელიც თქვენ დაგაინტერესებთ. თუ არ გსურთ მესამე პირების დაკავშირება, მოგვწერეთ მისამართზე sales@smsoffice.ge

წვდომა თქვენს ინფორმაციაზე 

თქვენ შესახებ ჩვენთან არსებული ინფორმაციის ასლის მოთხოვნა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. ასლის მისაღებად, მოგვწერეთ მისამართზე sales@smsoffice.ge

სხვა ვებ გვერდები 


ჩვენს ვებ გვერდზე პერიოდულად შეიძლება ნახოთ სხვა ვებ გვერდების ბმულები. წინამდებარე პოლიტიკა ეხება მხოლოდ ჩვენს გვერდს. სხვა ვებ გვერდების გამოყენებისას, აუცილებლად გაეცანით მათ პირადი მონაცემების პოლიტიკას.