ჩვენი სისტემა თქვენგან მიღებულ მესიჯის დამუშავებას შეწყვეტს, თუ მობილური ნომერი სტოპ სიაშია ჩვენ სისტემაში.

არის გამონაკლისი, როცა მესიჯს აგზავნით "გამჭოლი სათაურით". ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიყურებით ჩვენ სტოპ სიაში და ვაწვდით მესიჯს მობილურ ოპერატორს ტელეფონში მისატანად.

რაც შეეხება "დაჩარჯვას". ბალანსი გიმცირდებათ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენმა სისტემამ წარმატებით გადააწოდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ჩააბარა" თქვენი მესიჯი მობილურ ოპერატორს.

ჩვენს მიერ მობილური ოპერატორთან წარმატებით გადაწოდებული მესიჯი არ ნიშნავს, რომ მესიჯი მივიდა ან მივა ტელეფონში.

მობილურმა ოპერატორმა, რომელმაც ჩაიბარა მესიჯი, შეიძლება ვერ შეძლოს მესიჯის ტელეფონში მიტანა სხვადასხვა მიზეზის გამო.