შეთანხმება მომსახურების შესახებერთის მხრივ, შპს „ირკა“ (SMS ოფისის სავაჭრო ნიშნის და smsoffice.ge ვებ-გვერდის მფლობელი), შემდგომში „კომპანია“ და მეორეს მხრივ, smsoffice.ge ვებ-გვერდის მომხმარებელი, შემდგომში „მომხმარებელი“, წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი მომსახურების მიღებაზე ნების გამოხატვისთანავე, თანხმდებიან შემდეგ პირობებზე:
მუხლი 1. შეთანხმების საგანი და არსებითი პირობები1.1. წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად, smsoffice.ge -ს მომსახურებით სარგებლობაზე ნების გამოხატვით მომხმარებელი სრულებით ეთანხმება შეთანხმების თითოეულ პირობას, თანხმობის დაფიქსირებისთანავე.
1.2. შეთანხმების პირობების შესაბამისად, მომხმარებლის მიერ smsoffice.ge-ს ვებ-გვერდის მეშვეობით მოკლე ტექსტური შეტყობინებების დაგზავნის მიზნებისთვის, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გამოხატავს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე, smsoffice.ge მისი პარტნიორი ოპერატორი კომპანიების მიერ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის სისტემასთან (შემდგომში “სისტემა”) დაშვების მეშვეობით კომპანიის (smsoffice.ge) მომხმარებლებისთვის შესაძლებელს ხდის, როგორც საინფორმაციო ხასიათის, ასევე სარეკლამო მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) გაგზავნას მათ უშუალო მომხმარებლებთან, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ სხვადასხვა ქსელის აბონენტებს. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებელი ვალდებულია აუნაზღაუროს კომპანიას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ტარიფების შესაბამის საზღაური.
1.3. smsoffice.ge მომხმარებლის მიერ გაგზავნილი SMS შეტყობინებების აბონენტებამდე მისატანად სარგებლობს სხვადასხვა პარტნიორი ოპერატორი კომპანიების მომსახურებით.
1.4. მომხმარებლის მიერ სათაურის (სახელწოდების) რეგისტრაცია
1.4.1. მომხმარებელმა ტექსტური შეტყობინების გაგზავნის მიზნით უნდა დაარეგისტრიროს ტექსტური შეტყობინებების სათაური. იგი უფლებამოსილია დაარეგისტრიროს შეუზღუდავი რაოდენობის სათაური. ყველა სათაურს ენიჭება არხი. არხი განაპირობებს სათაურით გაგზავნილი მესიჯების გზას SMS ოფისიდან აბონენტამდე.
1.4.2. ახალი სათაურის რეგისტრაცია ავტომატურად არ განაპირობებს მის აქტივაციას. ამისთვის, მომხმარებელმა უნდა გამოითხოვოს
აქტივაციის განაცხადი. სათაურის აქტივაციის პროცესი შესაძლებელია გაგრძელდეს არანაკლებ 48 საათისა.
1.4.3. კომპანია უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს ცალკეული სათაურის აქტივაციის მოთხოვნა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
1.4.4. ახალი სათაურის დასამატებლად კომპანია უგზავნის მის პარტნიორ ოპერატორს მოთხოვნას ელ.წერილის საშუალებით წინასწარ შეთანხმებულ ელექტრონულ მისამართზე. ოპერატორი ვალდებულია დაადასტუროს ან უარი უთხრას სახელწოდების დამატებაზე. გარდა წინამდებარე მუხლით დადგენილი წესით კომპანიასთან/ოპერატორთან წინასწარ და მოგვიანებით შეთანხმებული სახელწოდებებისა (სათაურებისა), ნებისმიერი სხვა სახელწოდებით მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის მცდელობის ან/და გაგზავნის ფაქტი, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების არსებით დარღვევას და ამისთვის მომხმარებელს, რომელმაც ნებისმიერი სხვა სახელწოდებით მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზავნა ან ამ უკანასკნელის მცდელობა ჰქონდა, დაეკისრება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმა თითოეული კამპანიისათვის. ჯარიმასთან ერთად, მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნული დარღვევით კომპანიისთვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის სრულად ანაზღაურებაზე, მათ შორის და არა მხოლოდ, მიუღებელი შემოსავალი, სახელმწიფო ორგანოების მიერ კომპანიის ან/და მისი პარტნიორი ოპერატორისთვის დაკისრებული ჯარიმები და ნებისმიერი სხვა სანქციები თუ ფულადი ვალდებულებები. აღნიშნულ მუხლში გათვალისწინებული ჯარიმები მომხმარებლის მიერ ოპერატორისათვის ანაზღაურდება კომპანიის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
1.4.5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, კომპანიის პარტნიორი ოპერატორის გაგზავნის არხში ხარვეზის წარმოშობისას, როდესაც კომპანიის სისტემა ვერ ახერხებს მომხმარებლის მიერ არჩეული სათაურით შეტყობინების გაგზავნას, გამოსავლის სახით, სისტემამ შეტყობინება შესაძლებელია გააგზავნოს SMS Office სათაურით.
1.5. კომპანიის მიერ შეტყობინებების გაგზავნა
1.5.1. SMS შეტყობინებების გაგზავნა შესაძლებელია როგორც კომპანიის საკუთრებაში (ბაზაში) არსებულ ნომრებზე, ასევე მომხმარებლის მიერ მიწოდებულ აბონენტების ნომრებზე. კომპანიის ნომრები და შესაბამისი ინფორმაცია მოცემულია 2012 წლის მდგომარეობით და არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. კომპანიის ბაზაში არსებულ ნომრებზე შეტყობინებების გაგზავნისას, უწყისებში აბონენტის ნომერი დაფარულია.
1.5.2. კომპანიის მიერ შეტყობინებების დაგზავნის განხორციელებისას, ერთდროულად შეტყობინება იგზავნება მინიმუმ 5000 (ხუთი ათას) აბონენტთან. კომპანიის ბაზაში არსებულ ნომრებზე შეტყობინებების გაგზავნისას, პრიორიტეტი მიენიჭება ნომრებს, რომლებიც, კომპანიის სისტემის მონაცემებით, ჩართულია კომპანიის პარტნიორი ოპერატორის ქსელში. მომხმარებელი შესაბამის მომსახურების მიღებაზე თანხმობის გამოხატვისთანავე თანახმაა არ გამოთქვას არანაირი პრეტენზია ნომრების ოპერატორების მიხედვით განაწილების თაობაზე.
1.6. შესაძლებელია ერთი მომხმარებლის ნომრებზე განხორციელდეს მეორე მომხმარებლის კამპანია, თუ მათ შორის არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი.
1.6.1. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, ტერმინი ,,კამპანია” თავის თავში გულისხმობს კომპანიის ერთი მომხმარებლის (USER) მიერ ერთი ტიპის ან/და ერთი შინაარსის მქონე შეტყობინების გაგზავნას, მიუხედავად ამ შეტყობინების მიმღებთა რაოდენობისა.
1.7. სარეკლამო სახის შეტყობინების გაგზავნისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ტექსტი უნდა შეიცავდეს გონივრულ განმარტებას, რომ არასასურველი შეტყობინებების დასაბლოკად შეტყობინების მიმღებმა უნდა გააგზავნოს ნებისმიერი შინაარსის შეტყობინება ნომერზე 91146.
1.7.1 კომპანია აწარმოებს სიას, რომელშიც აღრიცხულია ყველა ის ნომერი, რომელმაც გამოაგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 91146. ამ სიას ეწოდება "სტოპ სია“.
1.7.2 „სტოპ სია“-ში შემავალ ნომრებზე ინფორმაცია მესამე პირებზე არ გაიცემა, გარდა კანონით და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
1.8. გამჭოლი სათაურით გაგზავნილი შეტყობინება უპირობოდ მიდის აბონენტთან, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული ნომერი „სტოპ სია“-ში და დაბლოკილი აქვს თუ არა ნომერს შეტყობინებების მიღება 91146-ის საშუალებით. მომხმარებლის მიერ უნებართვო, მათ შორის სარეკლამო მესიჯების გამჭოლი სათაურით გაგზავნა არღვევს
საქართველოს კანონს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში, როდესაც აბონენტი SMS NO კოდის აკრების მიუხედავად, კვლავ მიიღებს კონკრეტული მომხმარებლისგან სარეკლამო შეტყობინებებს, ამ მომხმარებელს დაეკისრება ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეული ფაქტისათვის.
მუხლი 2. მხარეთა უფლება-მოვალეობანი2.1 კომპანია:
2.1.1. კომპანია უფლებამოსილია გააგზავნოს საინფორმაციო მოკლე ტექსტური შეტყობინებები წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად, სხვადასხვა ქსელის აბონენტებთან.
2.1.2. კომპანიას გააჩნია უფლებამოსილება, შეცვალოს წინამდებარე შეთანხმებაში მოცემული პირობები მომხმარებელთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ახალი პირობები ძალაში შედის smsoffice.ge -ვებ-გვერდზე მათი განთავსებისთანავე.
2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების მიმღების ნომერი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ნომერთა ბაზას განეკუთვნება, ნომრების წარმომავლობასთან ან მიმღების მხრიდან ნებისმიერ პრეტენზიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას, ხოლო შეტყობინების შინაარსზე ან მის სათაურზე პასუხისმგებლობა არც-ერთ შემთხვევაში არ ეკისრება კომპანიას, პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მომხმარებელს.
2.1.4. კომპანია უფლებამოსილია, შეინახოს ან/და დაამუშავოს მომხმარებლის პირადი ინფორმაცია კომპანიის მიერ მომსახურების განხორციელების და სხვა მიზნით. კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს ეს ინფორმაცია მარკეტინგისა და გადახდისუნარიანობის კონტროლის მიზნით, რაზეც მომხმარებელი უპირობო თანხმობას აცხადებს კომპანიის მომსახურების გამოყენებისთანავე.
2.1.5. გარდა ზემოთხსენებულისა, „სხვა მიზანი“ შეიძლება გულისხმობდეს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებას კონკრეტული მესამე პირისთვის, როდესაც არსებობს იმის საფუძველი, რომ აღნიშნული მესამე პირების მიერ შემოთავაზებული მომსახურება შეიძლება წარმოადგენდეს მომხმარებლის ინტერესის საგანს, ან როდესაც ამას ითვალისწინებს კანონი, ან იმ მიზნისთვის, რომ განხორციელდეს კომპანიის მიერ მომსახურება.(მომხმარებელს შეუძლია დაწვრილებითი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით იხილოს
პირადი მონაცემების პოლიტიკაში.)
2.1.6. კომპანია მომხმარებლის მიერ განხორციელებულ კამპანიაში მონაწილე აბონენტის ნომრებს და გაგზავნილ ტექსტებს ინახავს მის სისტემაში უვადოდ და ხელმისაწვდომია კომპანიისთვის.
2.1.7. კომპანია არ არის უფლებამოსილი, გასცეს ინფორმაცია მომხმარებლის მობილური ნომრებისა და შეტყობინების ტექსტების თაობაზე მესამე პირებზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.1.8. კომპანია ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს მის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე. თუმცა პასუხისმგებლობა არ ეკისრება კომპანიას მისი ბრალეულობის გარეშე გამოწვეული ტექნიკური ხარვეზებისა და სერვერის ვირუსებისთვის.
2.1.9. კომპანიის პასუხისმგებლობა მისი ბრალეულობით/დაუდევრობით გამოწვეული ნებისმიერი დანაკარგის ან ზარალის გამო, შემოიფარგლება მხოლოდ იმ თანხით, რომელიც მომხმარებელმა გადაიხადა შესაბამისი მომსახურებისათვის.
2.2. მომხმარებელი
2.2.1. მომხმარებელი კომპანიის მიერ შესაბამისი მომსახურების გასაწევად კომპანიის მხრიდან მისგან კონკრეტული ინფორმაციის მოთხოვნისას, ვალდებულია, რომ მიაწოდოს ზუსტი, უტყუარი და სრულყოფილი ინფორმაცია.
2.2.2. მომხმარებელი ვალდებულია არ გამოიყენოს “SMS ოფისის” მომსახურება შემდეგ შემთხვევებში: (ა) კანონით აკრძალული საქმიანობის, მომსახურების ან საქონლის სარეკლამოდ. (ბ) რელიგიური შინაარსის მესიჯების გასაგზავნად, (გ) აბორტის ან სასქესო უჯრედების დონაციის სარეკლამოდ, (დ) ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის გავრცელებისათვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
2.2.3. მომხმარებელი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსი შეუსაბამოს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ამასთან, მომხმარებელი ვალდებულია არ გააგზავნოს ისეთი ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს მოწოდებას სახელმწიფო არეულობისკენ ან ავრცელებს ცრუ ინფორმაციას სახელმწიფო ინსტიტუტების სახელით. აღნიშნული პუნქტის მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების არსებით დარღვევას და მომხმარებელს დაეკისრება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმა აღნიშნული პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით გაგზავნილი თითოეული შეტყობინებისთვის. ამასთან, მომხმარებელს დაეკისრება აღნიშნული მუხლის დარღვევით კომპანიისთვის და კომპანიის პარტნიორი ოპერატორისათვის მიყენებული ნებისმიერი ზიანის სრულად ანაზღაურების ვალდებულება, მათ შორის, მიუღებელი შემოსავლისა და სახელმწიფო ორგანოების მიერ ოპერატორისათვის დაკისრებული ჯარიმებისა თუ ნებისმიერი სხვა სანქციების ჩათვლით. აღნიშნულ მუხლში გათვალისწინებული ჯარიმები მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის/ ოპერატორისთვის ანაზღაურდება ამ უკანასკნელის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
2.2.4. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადრესატების პერსონალური მონაცემების მოპოვება/დამუშავება/
გამოყენებაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, ასევე, მომხმარებელი პასუხისმგებელია იმავე კანონით გათალისწინებული ნებართვების/თანხმობების მოპოვებაზე. წინამდებარე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, სრული პასუხსიმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.“
მუხლი 3. მომხმარებლის რისკები და დამატებითი პასუხისმგებლობები3.1. კომპანიას არც ერთ შემთხვევაში არ ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ დანაკარგზე, დაზიანებასა თუ ხარჯზე, მათ შორის მომხმარებლის შემოსავლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკარგვაზე. პასუხისმგებლობის ეს შეზღუდვა არ ეხება პირად დაზიანებას ან სიკვდილს, რომელიც გამოწვეულია კომპანიის დაუდევრობის შედეგად.
3.2. კომპანიას არ აკისრია პასუხისმგებლობა მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაციის სისწორეზე, გაგზავნის დაგვიანებაზე ან მოუსვლელობაზე, შეცდომებსა ან დანაკარგზე, აგრეთვე სერვერის ვირუსებსა ან სხვა სახის დაბინძურებებზე, დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელიც გადაეცა მომხმარებლის კომპიუტერულ სისტემას კომპანიის ვებ-გვერდით სარგებლობისას.
3.3. წინამდებარე შეთანხმების პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი თანახმაა, გაათავისუფლოს კომპანია ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მომხმარებლის მიერ მესამე პირის ინფორმაციის ან ვებ-გვერდის გამოყენებისას.
3.4. კომპანია არაა პასუხისმგებელი არაპირდაპირ დანაკარგზე, შედეგობრივ დანაკარგზე, მონაცემების დაკარგვაზე, შემოსავლის ან სარგებლის დაკარგვაზე, საკუთრების დანაკარგზე ან დაზიანებაზე და/ან მესამე პირის მოთხოვნის გამო დანაკარგზე, რომელიც წარმოქმნება კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენებისას ან კომპანიის მომსახურების შეძენისას.
3.5. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ გადადგა ყველა გონივრული ნაბიჯი ინტერნეტ თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და მომხმარებლის მიღებული პირადი მონაცემების მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ნაკლებად სავარაუდო შემთხვევის დადგომისას, როდესაც კომპანიის კომპიუტერულ სერვერებზე შესაძლებელია მოხდეს არა ავტორიზებული პირების წვდომა.
3.6. გაგზავნილი შეტყობინების შინაარსზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. შეტყობინების სათაურზე ასევე სრულიად პასუხისმგებელია მომხმარებელი. მომხმარებლის მიერ არაკეთილსინდისიერი მიზნებისათვის სათაურის ან/და შეტყობინების ტექსტის გამოყენების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, მათ შორის, ნებისმიერი იმ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რაც გამოიწვია მისმა ასეთმა ქმედებამ და ჯარიმა 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით თითოეული კამპანიისათვის, რომლის გადახდის ვალდებულებაც მომხმარებელს ეკისრება კომპანიის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
3.7. შეტყობინების მიმღების მხრიდან ნებისმიერი სახის პრეტენზია მომხმარებელმა თავად უნდა გაარკვიოს ყველა შესაბამის სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციაში, იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების მიმღების ნომერი მომხმარებლის მოწოდებულია.
3.8. კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან აბონენტების ქსელში ჩართულობაზე ან აქტიურობაზე. კომპანიის ნომრებზე შეტყობინების გაგზავნისას ადრესატამდე მისვლა შესაძლებელია მერყეობდეს 50-70%-იან დიაპაზონში. მომხმარებელი ატარებს ამ უკანასკნელ რისკს, შესაბამისად, კომპანიას პასუხისმგებლობა არ ეკისრება განხორციელებული კამპანიის სრული მოცულობიდან ადრესატებთან მისული შეტყობინებების პროცენტულ მაჩვენებელზე.
მუხლი 4. ანგარიშსწორების წესი და პირობები4.1. პარტნიორი ოპერატორი კომპანიის სისტემისთვის smsoffice.ge-ის მიერ მიწოდებული შეტყობინებების ჩაბარების შემდეგ, როდესაც არსებობს ამის დამადასტურებელი უწყისი, smsoffice.ge მომხმარებლის ბალანსს შეამცირებს შესაბამისი რაოდენობით. smsoffice.ge არ არის ვალდებული დაუბრუნოს მომხმარებელს შეტყობინებების ხარჯები, თუ smsoffice.ge -ს პარტნიორმა კომპანიამ ან პარტნიორი კომპანიის რომელიმე პარტნიორმა კომპანიამ ტექნიკური ან სხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხა შეტყობინებების აბონენტებისთვის ჩაბარება.
4.2. ბალანსის შევსება
4.2.1. ბალანსის შევსება შესაძლებელია ინვოისის საფუძველზე. საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვამდე ბალანსის შევსება შესაძლებელია მოხდეს მომხმარებლის ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის საფუძველზე. ასლი შესაძლებელია მიწოდებულ იქნას ელ. ფოსტის მეშვეობით.
4.2.2. იმ შემთვევაში, თუ მომხმარებლის მიერ გადასარიცხი თანხა აღემატება 10 (ათ) ლარს, კომპანია უფლებამოსილია, არ შეავსოს ბალანსი თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე სრულად ჩარიცხვამდე.
4.2.3. იმ შემთხვევაში, თუ თანხის გადარიცხვის დანიშნულებაში არ არის მითითებული ინვოისის ნომერი, კომპანია უფლებამოსილია, თანხა დაუბრუნოს თანხის გადამხდელს.
4.3. ხარჯის გამოთვლა
4.3.1. გასაგზავნი ტექსტის სიმბოლოების რაოდენობის შესაბამისად, ბალანსს აკლდება ქვემოთ მოცემული რაოდენობის მესიჯები:
ტექსტის სიგრძე
1 - 160: ხარჯი 1 მესიჯი
161 - 306: ხარჯი 2 მესიჯი
307 - 459: ხარჯი 3 მესიჯი
460-480: ხარჯი 4 მესიჯი
4.3.2. იმ შემთხვევაში, თუ გასაგზავნი ტექსტი შეიცავს ქართულ ან
Unicode ერთ ცალ სიმბოლოს მაინც:
ტექტსის სიგრძე
1 - 70: ხარჯი 1 მესიჯი
71 - 134: ხარჯი 2 მესიჯი
135 - 201: ხარჯი 3 მესიჯი
202 - 268: ხარჯი 4 მესიჯი
269 - 320: ხარჯი 5 მესიჯი
4.3.3. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმბოლოები ერთის ნაცვლად იკავებს 2 ადგილს:
| ^ € { } [ ] ~ \
მუხლი 5. ფორს-მაჟორი (დაუძლეველი ძალა) 5.1. კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
5.2. დაუძლეველი ძალის ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ ხელშეკრულების დადების დროს და რომელთა დადგომა, თუ ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ.
5.2.1. დაუძლეველი ძალის გარემოებებს მიეკუთვნება სტიქიური უბედურებები (წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი და სხვა), აფეთქებები (მათ შორის ტერორისტული თუ დივერსიული აქტები), საომარი მოქმედებები (მათ შორის სამოქალაქო არეულობები და გაფიცვები), ხელისუფლების ისეთი აქტები, რაც არსებითად აფერხებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და სხვა.
5.3. დაუძლეველი ძალის პირობებში, კომპანია პასუხს არ აგებს მომსახურების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებაზე, როდესაც ასეთი შეფერხებები გამოწვეულია ქმედებებით, რომელიც სცდება მისი შესაძლებლობების გონივრულ ფარგლებს, მათ შორის ბუნებრივი მოვლენების ან სტიქიების შემთხვევები ან მესამე პირთა ქმედებებით გამოწვეული შედეგები.
5.4. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ მიიღო ერთი და იგივე ან მსგავსი შეკვეთა ერთდროულად რამდენიმე მომხმარებლისაგან და მას ხელი შეეშალა მისი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაში, ფორს-მაჟორული გარემოებიდან გამომდინარე, კომპანია საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტს რომელი შეკვეთა შეასრულოს და რა მოცულობით.
მუხლი 6. დავის წარმოშობა და მისი გადაწყვეტის წესი6.1. მხარეთა შორის წარმოშობილი დავები შესაძლებელია გადაწყდეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
6.2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეძლებენ მოლაპარაკების საფუძველზე დავის გადაწყვეტას, მაშინ ნებისმიერი დავა მხარეთა შორის განხილულ იქნება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7. კონფიდენციალურობაკომპანია და მომხმარებელი თანხმდებიან შემდეგზე: ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ გამჟღავნდება პირდაპირი, ან არაპირდაპირი გზით მესამე მხარეზე, გარდა წინამდებარე შეთანხმებით და კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 8. გარდამავალი დებულებები 8.1. თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები ორმხრივი კეთილი ნებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების შესაბამისად.
8.2. შეთანხმების ცალკეული პუნქტის ბათილობა არ იწვევს შეთანხმების დანარჩენი პუნქტის ბათილობას.
8.3. პირადი მონაცემების პოლიტიკაში კომპანიის მიერ დაწვრილებითაა აღწერილი, როგორ გროვდება და ინახება მომხმარებლის პირადი/კონფიდენციალური ინფორმაცია.
8.4. წინამდებარე შეთანხმების პირობები და პირადი მონაცემების პოლიტიკა წარმოადგენს კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებულ მთლიან შეთანხმებას. სხვა გამოხატული ან ნაგულისხმევი პირობები არ არის ამ შეთანხმების ნაწილი.
8.5. წინამდებარე შეთანხმების პირობებსა და ვებ-გვერდზე მოცემულ სხვა პირობებსა და წესებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესად გამოიყენება წინამდებარე შეთანხმების პირობები.
8.6. მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციისა და კომპანიის მომსახურების გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ თითოეულ პირობას.