მომსახურების პირობები


ბოლო განახლების თარიღი 29 მარტი, 2017 წელი.
 
“SMS ოფისი” სავაჭრო ნიშნის და smsoffice.ge საიტის მფლობელია შპს “ირკა”, შემდგომში მოხსენიებული როგორც "ირკა" ან "ჩვენ".
 
ქვემოთ მოცემული პირობები წარმოადგენს შეთანხმებას “ირკასა” და smsoffice.ge საიტის მომხმარებელს შორის, შემდგომში მოხსენიებული, როგორც "მომხმარებელი" ან "თქვენ". 
 
თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობებს, გთხოვთ ნუ ისარგებლებთ ჩვენი მომსახურებით.
 
პირადი მონაცემების პოლიტიკაში დაწვრილებით აღვწერთ როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ თქვენს პირად ინფორმაციას.
 
წინამდებარე მომსახურების პირობები და პირადი მონაცემების პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენს და თქვენს შორის მთლიან შეთანხმებას. სხვა გამოხატული ან ნაგულისხმევი პირობები არ არის ამ შეთანხმების ნაწილი. 
 
წინამდებარე მომსახურების პირობებსა და ვებ გვერდზე მოცემულ სხვა პირობებსა და წესებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესად გამოიყენება წინამდებარე მომსახურების პირობები.

1. საკვანძო პირობები

გაგზავნილი მესიჯის შინაარსზე მთლიანად პასუხისმგებელია მომხმარებელი.
მესიჯის სათაურზე მთლიანად პასუხისმგებელია მომხმარებელი.
 
1. smsoffice.ge -ს გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მომსახურების პირობებს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შეცვალოთ მოცემული პირობები წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ახალი პირობები ძალაში შედის smsoffice.ge -ზე მათი განთავსებისთანავე.
2. არ გამოიყენოთ “SMS ოფისის” მომსახურება შემდეგ შემთხვევებში: (ა) კანონით აკრძალული საქმიანობის, მომსახურების ან საქონლის სარეკლამოდ. (ბ) რელიგიური შინაარსის მესიჯების გასაგზავნად, (გ) აბორტის ან სასქესო უჯრედების დონაციის სარეკლამოდ.
3. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი გაგზავნილი შეტყობინებების შინაარსზე.
4. მესიჯის მიმღების მხრიდან ნებისმიერი სახის პრეტენზია თქვენ უნდა გაარკვიოთ ერთპიროვნულად ყველა შესაბამის სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციაში, თუ მესიჯის მიმღების ნომერი თქვენი მოწოდებულია.
5. თუ მესიჯის მიმღების ნომერი ჩვენს ბაზას განეკუთვნება, ნომრების წარმომავლობასთან ან მიმღების მხრიდან ნებისმიერ პრეტენზიასთან დაკავშირებით პასუხს ვაგებთ ჩვენ. მესიჯის შინაარსზე პასუხისმგებლობა კვლავინდებურად სრულად გეკისრებათ თქვენ.
 

2. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

1. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შესაძლებლობა გქონდეთ ნებისმიერ დროს, ინტერნეტთან მიერთებული მოწყობილობიდან გახსნათ ვეგ გვერდი smsoffice.ge და გააგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება სასურველ მობილურ ნომრებზე.
2. თქვენ მიერ განხორციელებულ კამპანიაში მონაწილე აბონენტის ნომრები და გაგზავნილი ტექსტი ინახება ჩვენ სისტემაში უვადოდ და ხელმისაწვდომია ჩვენთვის.
3. ჩვენ არ გადავცემთ თქვენ მობილურ ნომრებს და შეტყობინების ტექსტს მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
 
4. დიდი ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის უტყუარობას. ბოდიშს გიხდით საიტზე არსებული ნებისმიერი შეცდომის ან უზუსტობის გამო.
 
5. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ვებ გვერდის ტექნიკურ გამართულობას, მაგრამ ვერ გპირდებით, რომ ვებ გვერდის მოხმარებისას არ შეგხვდებათ ხარვეზები, ან ვებ გვერდი და სერვერი, რომელზეც განთავსებული საიტი, თავისუფალი იქნება ტექნიკური პრობლემებისა და ვირუსებისაგან.
 
6. წინამდებარე პირობებზე თანხმობით, თქვენ თანახმა ხართ გაგვათავისუფლოთ ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენს მიერ მესამე პირის ინფორმაციის ან ვებ გვერდის გამოყენებისას.
 
7. თუ ჩვენ პასუხმგებელი აღმოვჩნდებით თქვენს წინაშე ნებისმიერი დანაკარგის ან ზარალის გამო, ასეთი პასუხიმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც თქვენ გადაიხადეთ შესაბამისი მომსახურებისათვის. 
 
8. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვართ პასუხისმგებელნი ნებისმიერ დანაკარგზე, დაზიანებასა თუ ხარჯზე, მათ შორის თქვენი შემოსავლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკარგვაზე. პასუხისმგებლობის ეს შეზღუდვა არ ეხება პირად დაზიანებას ან სიკვდილს, რომელიც გამოწვეულია ჩვენი დაუდევრობის შედეგად.
 
9. ჩვენ არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას თქვენთვის განკუთვნილი ინფორმაციის დაგვიანებაზე ან  მოუსვლელობაზე, შეცდომებსა ან დაკარგვაზე, აგრეთვე ვირუსების ან სხვა სახის დაბინძურებებზე და დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელიც გადაეცა თქვენ კომპიუტერულ სისტემას ჩვენი ვებ გვერდით სარგებლობისას.
 
10. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მომსახურების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებაზე, როდესაც ასეთი შეფერხებები გამოწვეულია ქმედებებით, რომელიც სცდება ჩვენი შესაძლებლობების გონივრულ ფარგლებს, მათ შორის ბუნებრივი მოვლენების ან სტიქიების შემთხვევები ან მესამე პირთა ქმედებები.
 
11. თუ ჩვენ მივიღეთ ერთი და იგივე ან მსგავსი შეკვეთა ერთდროულად რამდენიმე მომხმარებლისაგან და ჩვენ ხელი შეგვეშალა ჩვენი მოვალეობის სრულად შესრულებაში ფორს მაჟორული მოვლენის გამო, ჩვენ ჩვენი შეხედულებების მიხედვით გადავწყვეტთ რომელი შეკვეთა შევასრულოთ და რა მოცულობით.
 
12. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას არაპირდაპირ დანაკარგზე, შედეგობრივ დანაკარგზე, მონაცემების დაკარგვაზე, შემოსავლის ან სარგებლის დაკარგვაზე, საკუთრების დანაკარგზე ან დაზიანებაზე და/ან მესამე პირის მოთხოვნის გამო დანაკარგზე, რომელიც წარმოქმნება ჩვენი ვებ გვერდის გამოყენებისას ან ჩვენი მომსახურების შეძენისას.
 
13. ჩვენ გადავდგით ყველა გონივრული ნაბიჯი ინტერნეტ თაღლითობის თავიდან ასაცილებად და თქვენგან მიღებული პირადი მონაცემების მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი იმ ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში, როდესაც ჩვენს კომპიუტერულ სერვერებზე შეიძლება მოხდეს არაავტორიზებული პირების წვდომა.
 

3.1 ბალანსის შევსება

1. ბალანსის შევსება შესაძლებელია ინვოისის საფუძველზე
2. საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვამდე ბალანსის შევსება შესაძლებელია მოხდეს თქვენი ანგარიშიდან ჩვენს ანგარიშზე თანხის გადმორიცხვის დამადასტურებელი საბუთის ასლის საფუძველზე. ასლი მოგვაწოდეთ ელ. ფოსტის საშუალებით
3. თუ თქვენ მიერ გადმოსარიცხი თანხა აღემატება 10 ლარს, ვიტოვებთ უფლებას არ შევავსოთ ბალანსი თანხის ჩვენი ბანკის ანგარიშზე სრულად ჩარიცხვამდე.
4. თუ თანხის გადმორიცხვის დანიშნულებაში არ არის მითითებული ინვოისის ნომერი, ვიტოვებთ უფლებას თანხა დავუბრუნოთ გამომგზავნს
 

3.2 მუშაობის პრინციპი

1. smsoffice.ge მომხმარებლის მიერ გაგზავნილი მესიჯების აბონენტებამდე მისატანად სარგებლობს სხვადასხვა პარტნიორი კომპანიების მომსახურებით.
2. თუ პარტნიორი კომპანიის სისტემამ ჩაიბარა smsoffice.ge მიერ მიწოდებული მესიჯი და არსებობს ამის დამადასტურებელი უწყისი, smsoffice.ge მომხმარებლის ბალანსს შეამცირებს შესაბამისი რაოდენობით.
3. smsoffice.ge არ არის ვალდებული დაუბრუნოს მომხმარებელს მესიჯის ხარჯები, თუ smsoffice.ge -ს პარტნიორმა კომპანიამ ან პარტნიორი კომპანიის რომელიმე პარტნიორმა კომპანიამ ტექნიკური ან სხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხეს მესიჯების აბონენტებამდე მიტანა.
4. ამოღებულია
 
5. ამოღებულია

4. ხარჯის გამოთვლა

1. თუ გასაგზავნი ტექსტი შეიცავს 1 - 160 სიმბოლოს, ბალანსიდან მოგაკლდებათ 1 მესიჯი.
თუ ტექსტი შეიცავს 161 - 306 სიმბოლოს, ბალანსიდან მოგაკლდებათ 2 მესიჯი.
თუ ტექსტი შეიცავს 307 - 459 სიმბოლოს, ბალანსიდან მოგაკლდებათ 3 მესიჯი
თუ ტექსტი შეიცავს 460 - 480 სიმბოლოს, ბალანსიდან მოგაკლდებათ 4 მესიჯი
 
2. თუ გასაგზავნი ტექსტი შეიცავს ერთ მაინც ქართულ ან Unicode სიმბოლოს, და ტექსტის სიგრძე არის:
1 - 70 სიმბოლო, ბალანსიდან მოგაკლდებათ 1 მესიჯი
71 - 134 სიმბოლო, ბალანსიდან მოგაკლდებათ 2 მესიჯი
135 - 201 სიმბოლო, ბალანსიდან მოგაკლდებათ 3 მესიჯი
202 - 268 სიმბოლო, ბალანსიდან მოგაკლდებათ 4 მესიჯი
269 - 320 სიმბოლო, ბალანსიდან მოგაკლდებათ 5 მესიჯი 
 
 
3. ჩამოთვლილი სიმბოლოები ერთის ნაცვლად იკავებს 2 ადგილს:
| ^ € { } [ ] ~ \  

5. სათაურის რეგისტრაცია

 
1. თქვენ შეგიძლიათ დაარეგისტრიროს შეუზღუდავი რაოდენობის სათაური
2. ყველა ახლად რეგისტრირებული სათაური არა აქტიურია
3. ყველა სათაურს ენიჭება არხი. არხი განაპირობებს სათაურით გაგზავნილი მესიჯების გზას SMS ოფისიდან აბონენტამდე. 
4. ამოღებულია. 

6. სათაურის აქტივაცია

1. ამოღებულია
2. ამოღებულია
3. სათაურის აქტივაციისთვის, გამოითხოვეთ აქტივაციის განაცხადი
4. აქტივაციის პროცესს შესაძლოა დაჭირდეს 48 საათზე მეტი.
5. ცალკეული სათაურის აქტივაციის მოთხოვნა შესაძლოა არ დაკმაყოფილდეს მიზეზის განმარტების გარეშე.
6. ვიტოვებთ უფლებას გთხოვოთ გაგვიმარტოთ სათაურის მიზნობრიობა
 

7. გაგზავნა

1. მესიჯების გაგზავნა შესაძლებელია ჩვენს საკუთრებაში არსებულ ნომრებზე. ჩვენი ნომრები და შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მოცემულია 2012 წლის მდგომარეობით
2. სარეკლამო სახის მესიჯების გაგზავნისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ტექსტი უნდა შეიცავდეს გონივრულ განმარტებას, რომ არასასურველი მესიჯების დასაბლოკად მესიჯის მიმღებმა უნდა გააგზავნოს ნებისმიერი შინაარსის მესიჯი ნომერზე 91146
3. ჩვენს ნომრებზე გაგზავნისას, შევეცდებით პრიორიტეტი მივანიჭოთ ნომრებს, რომლებიც, ჩვენი სისტემის მონაცემებით, ჩართულია ოპერატორის ქსელში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას მათ ქსელში ჩართულობაზე ან აქტიურობაზე. ჩვენ ნომრებზე გაგზავნისას წარმატებული მისვლა შესაძლებელია იყოს 50-70% დიაპაზონში. 
4. თქვენ თანახმა ხართ, რომ არ გამოთქვამთ არანაირ პრეტენზიას განხორციელებული კამპანიის სრული მოცულობიდან ადრესატებთან მისული მესიჯების პროცენტული მაჩვენებლის შესახებ.
5. ჩვენს ნომრებზე გაგზავნისას, უწყისებში აბონენტის ნომერი დაფარულია.
6. ჩვენს მიერ დაგზავნის განხორციელებისას, ერთდროულად მესიჯი უნდა გაიგზავნოს მინიმუმ 5000 ნომერთან.
7. თანახმა ხართ, რომ არ გამოთქვამთ არანაირ პრეტენზიას ნომრების ოპერატორების მიხედვით განაწილების შესახებ.
8. ჩვენ ერთი კლიენტის ნომრებზე შესაძლებელია განვახორციელოთ მეორე კლიენტის კამპანია, თუ ორ კლიენტს შორის არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი
9. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როგორიც არის, მაგალითად, ხარვეზი ჩვენი პარტნიორი კომპანიის გაგზავნის არხში, როცა ჩვენი სისტემა ვერ ახერხებს თქვენს მიერ არჩეული სათაურით მესიჯის გაგზავნას, გამოსავალის სახით, სისტემამ მესიჯი შეიძლება გააგზავნოს SMS Office სათაურით.
 

7.1. სტოპ სია

1. ჩვენ ვაწარმოებთ სიას, რომელშიც შედის ყველა ის ნომერი, რომელმაც გამოაგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მოკლე ნომერზე 91146. ამ სიას "სტოპ სიას" ვუწოდებთ.
2. ჩვენ არ გავცემთ სტოპ სიას, გარდა კანონით მოთხოვნილი შემთხვევებისა.
 
გამჭოლი სათაური
3. გამჭოლი სათაურით გაგზავნილი მესიჯი უპირობოდ მიდის ნომერთან. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ნომერი სტოპ სიაში და დაბლოკილი აქვს თუ არა ნომერს მესიჯების მიღება 91146 საშუალებით. არავითარ შემთხვევაში არ გააგზავნოთ უნებართვო, მათ შორის სარეკლამო მესიჯები გამჭოლი სათაურით. 
წინააღმდეგ შემთხვევაში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მიერ შეიძლება დაჯარიმდეთ 3000 ლარით. საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. მუხლი 47

8. ინფორმაცია

1. მომსახურების განსახორციელებლად ჩვენი მხრიდან თქვენგან ინფორმაციის მოთხოვნისას, თანახმა ხართ, რომ მოგვაწვდით ზუსტ და სრულყოფილ ინფორმაციას.
2. თქვენ გვაძლევთ უფლებას, გამოვიყენოთ, შევინახოთ ან დავამუშავოთ თქვენი პირადი ინფორმაცია ჩვენი მომსახურების განხორციელების მიზნით. თქვენ გვაძლევთ უფლებას გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია მარკეტინგისა და გადახდისუნარიანობის კონტროლის მიზნით.
3. სხვა მიზანი შეიძლება შეიცავდეს დროდადრო თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებას შერჩეული მესამე პირისთვის, როდესაც ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი მესამე პირების მიერ შემოთავაზებული მომსახურება შეიძლება წარმოადგენდეს თქვენი ინტერესის საგანს, ან როდესაც ეს არის კანონის მოთხოვნა, ან იმისათვის რომ განხორციელდეს ჩვენი მომსახურება. 
4. დაწვრილებითი ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ პირადი მონაცემების პოლიტიკაში.